ირაკლი ნადირაძე - "ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტარები პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულა

თქვენ ნახეთ კახი კალაძის მორიგი სამარცხვინო განცხადება და თუ აქამდე "ქართული ოცნება" ღიად ლანძღავდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მიმართ "ოცნების" მსგავსი განცხადებები სამარცხვინოა.

"თქვენ ნახეთ კახი კალაძის მორიგი სამარცხვინო განცხადება და თუ აქამდე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს. ეს არის უდიდესი სირცხვილი და სკანდალი.

კახი კალაძემ, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უნდა შეიგნონ, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი და დიახ, ის არ უნდა იჯდეს ციხეში", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის მერმა კახი კალაძემ რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი, შეურაცხმყოფელი და დამაზიანებელი უწოდა.

"ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია არსებული ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადებები. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა მათი მიღება - ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ეს ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები