ირაკლი ნადირაძე - ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ 200 მილიონი გამოყენებული იყოს წინასაარჩევნოდ

იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, შემოვიდა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ კახი კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ თანხას წინასაარჩევნოდ, დამატებით რესურსად გამოიყენებენ.

"იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, როდესაც თბილისელები საათობით დგანან საცობში, როდესაც აქვთ გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, როდესაც აქვთ კეთილმოწყობის პრობლემები, ავარიული კორპუსების პრობლემები, გამწვანების პრობლემები, დასუფთავების პრობლემები, ამ დროს შემოვიდა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ კახი კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, აღნიშნული 200 მილიონი ბიუჯეტის ცვლილებებით გადმოიტანოს მიმდინარე წელს წინასაარჩევნოდ, რათა ეს თანხები გამოყენებული იყოს, როგორც დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები