ირაკლი ნადირაძე - ეს არის ჩვეულებრივი შავი ფულის გათეთრება

ეს არის ჩვეულებრივი შავი ფულის გათეთრება. პენსიონერ მამას აღმოაჩნდა დაახლოებით 260 ათასი ლარი იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერებს საპენსიო სესხები ვერ გადაუხდიათ და თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური  მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ დეკლარაციაში საკუთარი შვილი მხოლოდ იმიტომ არ შეიყვანა, რომ მოქალაქეებისთვის სიმართლე დაემალა.

"მიზანმიმართულად არ შეიყვანა თავისი შვილი დეკლარაციაში, რადგან ეს ხარჯები ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს არ ენახათ. თუ შეიტანდა ამ ხარჯებს, უბრალოდ ბალანსი ვეღარ დაჯდებოდა შემოსავლებსა და გასავლებს შორის, რადგან მისი პენსიონერი მამის ნაშოვნი 150 ათასი ლარიც კი ვერ უშველიდა იმ თანხებს, რაც ჯდება ამერიკაში მსგავსი ტიპის სასწავლებლებში სწავლის გადახდა. პენსიონერ მამას აღმოაჩნდა დაახლოებით 260 ათასი ლარი, რომ მისთვის ჩარტერის ფულიც გადაეხადა, 100 ათას ლარზე მეტი და ასევე 150 ათასი ლარი ეჩუქებინა, ეს იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერებს საპენსიო სესხები ვერ გადაუხდიათ და თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი. ეს არის ჩვეულებრივი შავი ფულის გათეთრება", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც,  2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;  მისი ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო, 14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები