თინა ხიდაშელი - ყველა, ვინც მხოლოდ იმაზე ფიქრობს რამდენი ხმა დაემატება ან გამოაკლდება სტატუსის მიღებით, სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან

ყველაზე ამორალური ის არის, რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი დამატებითი 10 ან 100 ათასი ხმის გენერირებას ქვეყნისთვის ამ სრულიად ერთმნიშვნელოვნად ეგზისტენციალურ საკითხზე მანიპულაციით რომ ცდილობს; და აქ მხოლოდ ოცნება არ არის ცოდვილი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.

"სტატუსი უნდა მივიღოთ!

7 მცნება ევროკავშირისკენ გზაზე:

1. ამ პროცესში გასული წლის 1 მარტს ერი და ბერი, მწვანე და წითელი, ყველა, ყველა ერთად უნდა დავმდგარიყავით, ხელი ჩაგვეკიდა ერთმანეთისთვის და ევროპისთვისაც და სხვისთვისაც გვეჩვენებინა რომ "საქართველო ევროკავშირში" გვაერთიანებს და ერთად ვიბრძოლებთ; პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან სრულიად პოლიტიკური სპექტრი ერთად უნდა მდგარიყო - ოცნებას შეეშინდა, დაიმალა, ჯერ არა არაო იძახა და მერე იძულებული რომ გახდა 2024-ში ისედაც ვგეგმავდით და კარგი ჯანდაბასო, ეს იყო პირველი დიდი შეცდომა ამ გზაზე; ვერ ივარგა ოცნებამ!

2. ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება, გაწევრიანებასთან მიახლოება შიდა პოლიტიკური ომის და აშლილობის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო; იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინას არ უნდა დავმსგავსებოდით როდესაც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს სწორედ ამ ნიშნით გაიყო საზოგადოება და ხელისუფლება; ვერც აქ ივარგა ოცნებამ!

3. არამხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, საქართველოს ყოველი ერთი მოქალაქე, რომელსაც სადმე მიესვლება, სიტყვა ეთქმის, მესიჯის გაგზავნა შეუძლია, შეხვედრაში მონაწილეობს, ხელისუფლებას ამ დიდი საქმის თანამონაწილედ, ევროპისთვის მებრძოლ ჯარისკაცად უნდა ექცია; ამის ნაცვლად რიგითი მოქალაქე კი არა, საკუთარი არჩეული პრეზიდენტი მტრად მოიკიდა და რამის გააიმპიჩმენტა, ვერც აქ ივარგა ოცნებამ!

4. ყველაზე ამორალური ის არის, რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი დამატებითი 10 ან 100 ათასი ხმის გენერირებას ქვეყნისთვის ამ სრულიად ერთმნიშვნელოვნად ეგზისტენციალურ საკითხზე მანიპულაციით რომ ცდილობს; და აქ მხოლოდ ოცნება არ არის ცოდვილი!

5. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს მხოლოდ იმაზე ფიქრობს ან იმას ითვლის ვის საარჩევნო კალათაში რამდენი ხმა დაემატება ან გამოაკლდება სტატუსის მიღებით სრულიად ცალსახად მავნებელია და სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან;

6. ევროკავშირი ჩვენი ოჯახი კი არ არის, ჩვენი ფარია, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტი ნატოსთან ერთად და მისი წევრობა სამწუხაროდ ამ ნაბიჯების გარეშე უბრალოდ არ გამოდის. ეს პათეტიკა, პოეზია სახლში ვბრუნდებით შესახებ შეიძლება სადღეგრძელოებში ვთქვათ მაგრამ სინამდვილეში ეს ომია, ნამდვილი ომი გადარჩენისთვის, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი თაობის ბევრი ქართველი შეეწირა. არც აქ ვარგა ოცნება, დროშა დაშვებული აქვს, და მახვილი დაჩლუნგებული!

7. სწორედ ამიტომ, ყველა ვინც დღეს იმაზე ირჯება დაგვიმტკიცოს, რომ სტატუსის მიღება არ მიღება მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯია და არაფერს ნიშნავს, ან იმას დარდობს სტატუსთან ერთად მოსალოდნელ 400 მილიონს მივიღებთ თუ დავკარგავთ, ისეთივე მავნებელია.

კიდევ ერთხელ დამარცვლით ევროკავშირი დღეს და ახლა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი ფარია, მაგრამების, ვინ ჩაითვლის, ვინ მიიწერს დისკუსიების გარეშე.

იქნებ ერთხელ მაინც, ამ უსაგნო და მავნებლურ დისკუსიებში მთავარი არ დაგავიწყდეთ და საკუთარი პოლიტიკურ უმწიფრობას ან ელექტორალურ შიშებს ქვეყნის სუვერენიტეტს არ გადააყოლებთ!" - წერს ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები