თინა ხიდაშელი - პრობლემა არის ეს უამბიციობა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელსაც მუდმივად ავლენს ხელისუფლება

პრობლემა არის  ეს უამბიციობა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელსაც მუდმივად ავლენს ეს ხელისუფლება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, 2030 წელზე ორიენტირება დანაშაულია, რადგან ევროკავშირი არ ითხოვს ისეთს არაფერს, რასაც წლები შეიძლება დასჭირდეს.

"პრობლემა არის ეს უამბიციობა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელსაც მუდმივად ავლენს ეს ხელისუფლება. მზად უნდა ვიყოთ ხვალ. არაფერი, რასაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, არ საჭიროებს წლებს.  ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როდესაც მოლდოვამ და უკრაინამ განაცხადის წერა დაიწყეს, იმ დღესაც კი სქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ ჩვენ 2024 წლისთვის ისედაც გათვალისწინებული გვქონდა განაცხადის შეტანაო.

2030 არის ნათქვამი, როგორც გაფართოების შესაძლო შემდეგი თარიღი, მაგრამ ორი წლის წინ საერთოდ არ იყო ამაზე საუბარი. ვითარება ისეთია, ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები და ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, რომ ყოველდღე მზად უნდა იყოს საქართველო იმისათვის, რომ ევროკავშირში შევიდეს თუკი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გახდება შესაბამისი.  ამიტომ, არანაირი 2030-ზე ორიენტირი საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს, დანაშაულებრივია ასეთი ორიენტირის გაჩენა. მზად უნდა ვიყოთ ხვალ. არაფერი, რასაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, არ საჭიროებს წლებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები