თინა ხიდაშელი - მაქვს მოლოდინი, რომ მიუნხენის კონფერენციაზეც ან საერთოდ არ ახსენებენ საქართველოს, ან ახსენებენ "ნაცრისფერი ზონის" ქვეშ მყოფი ქვეყნის სტატუსით

სამწუხაროდ, მე მაქვს მოლოდინი, რომ თავად მიუნხენის კონფერენციაზეც ან საერთოდ არ ახსენებენ საქართველოს, რაც არანაკლებ ცუდია, ან საქართველოს მოიხსენიებენ, როგორც "ნაცრისფერი ზონის“ ქვეშ მყოფ ქვეყანას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ცუდია, როცა ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაცია აქვს შელახული.

"დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადების პროცესში სწორედ ამ ტიპის, ძალიან მაღალი მნიშვნელობის მქონე ფორუმების და ორგანიზაციების განაცხადებს თუ ანგარიშებს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. ყველაზე ცუდი ამბავი, რაც ქვეყანას შეიძლება დაემართოს არის ორი - თუ ის სანქცირებულია, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, თუ რეპუტაცია გაქვს შელახული. ეს კონკრეტული ჩანაწერი მიუნხენის კონფერენციის დოკუმენტებში ერთ-ერთი ნიშანია. ამის მერე ძალიან რთულია აღიდგინო ავტორიტეტი შენს პარტნიორებში, როდესაც ცუდი შეფასებები შენს მიმართ უხვად გამოითქმება. სამწუხაროდ, მე მაქვს მოლოდინი, რომ თავად მიუნხენის კონფერენციაზეც ან საერთოდ არ ახსენებენ საქართველოს, რაც არანაკლებ ცუდია, ან საქართველოს მოხსენიება მოხდება სწორედ აი, ამ კონტექსტში - ნაცრისფერი ზონის ქვეშ მყოფი ქვეყნის სტატუსით. ეს ძალიან მძიმე საყურებელია. მე მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის, რომ მზაობა მიიღო წარმოადგინოს ქვეყანა და შეეცადოს, მორიგ ჯერზე გაარღვიოს ეს უმძიმესი რეალობა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ავტორიტეტს ექნება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათრევა საკუთარ ბანაკში, ის მაინც არ აკლებს მცდელობებს, რომ ამ ქვეყნების დასავლურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. პრორუს ოლიგარქს და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები