თინა ხიდაშელი - ეს ხიფათიც არსებობს, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა არჩევნებთან, არამედ ფორმალურ პროცედურასთან

პუტინის, ლუკაშენკოს, ალიევის და ასეთი ლიდერების მსგავსად, რომლებიც მუდმივად არიან ხელისუფლებაში, ასეთი სუნი უდის ამ არჩევნებსაც და ეს ხიფათიც არსებობს, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა არჩევნებთან, არამედ ფორმალურ პროცედურასთან, - ამის შესახებ ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხი ევრორეკომენდაციაშიც არის მოცემული.

"ევროკავშირმა 9 მოთხოვნაში არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში ჩატარების მოთხოვნა დაგვიყენა. სხვა რომ არაფერი ხდებოდეს, ეს ფაქტორი თავისთავად საკმარისი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნები პრინციპულად განსხვავებულად მნიშვნელოვნად გამოცხადებულიყო. ამას ემატება ის კონტექსტიც, რომ მოქმედი ხელისუფლება ამ არჩევნებზე მესამე რაუნდზე მიდის. ისევ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იბრძოლებს. პუტინის, ლუკაშენკოს, ალიევის და ასეთი ლიდერების მსგავსად, რომლებიც მუდმივობაში არიან ხელისუფლებაში, ასეთი სუნი უდის ამ არჩევნებს და ეს ხიფათიც არსებობს, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა არჩევნებთან, არამედ ფორმალურ პროცედურასთან, რომელიც უნდა გაიმართოს. ორ კვირაში რუსეთშიც წავა 120 მილიონი ადამიანი ხმის მისაცემად, მაგრამ არავინ უყურებს ამ პროცესს როგორც არჩევნებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები