კირბი - აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოუყოფს, მაგრამ ეს შეიძლება ბოლო იყოს

დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდებას აპირებს, თუმცა ეს შეიძლება იყოს ბოლო, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"აშშ ჯერ კიდევ გეგმავს უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტით მიაწოდოს ამ თვის ბოლოს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს ბოლო, სანამ კონგრესი არ გადაწყვეტს დამატებითი თანხების გამოყოფას", - განაცხადა მან.

კირბიმ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ თეთრ სახლს აღარ ექნება მარაგის შევსების უფლებამოსილება.

რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა დაიწყეს მოლაპარაკებები უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებაზე კომპრომისის მისაღწევად. აშშ-ის სენატმა გადაწყვიტა, საშობაო არდადეგებამდე გააგრძელოს მუშაობა.

ამასთან, Bloomberg საფინანსო საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის მაიკლ მაკკორდი წერილზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ხარჯავს თავის ბოლო 1,07 მილიარდ დოლარს ახალი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც ჩაანაცვლებს მარაგებიდან ამოღებულს და უკრაინაში გაგზავნილს. თხუთმეტ დღეში - 30 დეკემბერს, მისი ანგარიშები ცარიელი იქნება.

"როგორც ეს თანხები გაიცემა, დეპარტამენტი ამოწურავს ჩვენთვის ხელმისაწვდომ დაფინანსებას უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის“, - წერს მაკკორდი კონგრესისა და სენატის თავდაცვის პოლიტიკისა და ასიგნებების კომიტეტების წარმომადგენლებისადმი წერილში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ წერილი გაზრდის ზეწოლას კონგრესზე, რათა გამოვიდეს ჩიხიდან 60 მილიარდ დოლართან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარებისთვის ითხოვა.

რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პაკეტი უნდა შეიცავდეს ნაბიჯებს აშშ-ის მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ დაამტკიცებენ მას. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ სენატორებთან დამატებითი ხარჯების კომპრომისულ პაკეტზე მოლაპარაკებას.

უახლესი ამბები