ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და მთელ ჩეხ ხალხს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"შოკირებული ვარ იმით, რასაც დღეს პრაღაში რამდენიმე სიცოცხლე შეეწირა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და მთელ ჩეხ ხალხს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი.

"11 დაღუპული, მათ შორის თავდამსხმელი, 9 მძიმედ დაჭრილი, 5-6-ის მდგომარეობა საშუალოა, 10-მდე მსუბუქად დაჭრილია. მონაცემები შეიძლება კვლავ შეიცვალოს", - აცხადებენ პრაღის სამაშველო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები