ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა დაბრუნდეს

პარტია "საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს.

"30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მორიგი გამოჩენისას, აღიარა ბალანსის პრობლემა ხელისუფლებაში და ამ პრობლემის კონსტიტუციური მოწესრიგების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა საკუთარი მთავრობის დამბალანსებლის როლში.

დემოკრატიულ სისტემებში, მსგავსი რამ, უბრალოდ, არ არსებობს, მიუღებელია, და, რაც მთავარია, შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს, მით უფრო, საკუთარი თავის დამბალანსებლის გარანტს.

სახელმწიფო მართვისას დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტების (და არა ცალკეული ადამიანების) არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელისუფლებო შტოებს შორის წონასწორობის შენარჩუნებისა და ბალანსის უზრუნველყოფისთვის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ამაში ყველა დაგვარწმუნა.

ამიტომ, ჩვენი გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“, წარვადგენთ ინიციატივას, შეიცვალოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა.

ეს უზრუნველყოფს მომავალი პრეზიდენტის მაღალ ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებული მაღალი პოლარიზაციის და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით.

ბოლო სამი წლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ პირდაპირ არჩეულმა პრეზიდენტმა (მიუხედავად იმისა, ვინ იყვნენ მისი მხარდამჭერები წარსულში თუ დღეს), გაცილებით მეტად შეძლო დამბალანსებლის ფუნქციის შესრულება.

აღარაფერს ვამბობთ, საერთაშორისო მაგალითებზე, როდესაც სისტემის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებს შეუცვლიათ მოქმედი პრაქტიკა და დაუბრუნებიათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ჩეხეთში 2012 წელს.

ვთავაზობთ „ოცნების“ ხელისუფლებას, საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ ამ ცვლილებაზე მუშაობა, მხარდაჭერას ვთხოვთ, ასევე, ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს.

საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის დაბრუნება, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე სრულად მოსწრებადია", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები