ნატა ფერაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ნატა ფერაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ჭოველიძის ქუჩაზე პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც პრორუსული დაჯგუფების წევრებმა შეკრება დააანონსეს და სამოქალაქო აქტივისტს დაემუქრნენ.

შეკრებილები ნატა ფერაძის სახლთან მიახლოებას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე პოლიცია ნატა ფერაძეს სახლში დარჩენა ურჩევს.

"მითხრეს, რომ აღარ გავაღიზიანო და შემოვედი, რახან პოლიცია ასე მიცავს, მეც ზედმეტად არ გავაღიზიანებ, გამხეცებულად ყვირიან, "ალტ-ინფოა", რაზე მოვიდნენ და დაგვემხო ქვეყანა თავზე, ეკლესიები დაგვემხო თავზე და ინგრევა და იმაზე რეაქცია არ ჰქონიათ, ამ რუსეთიდან ჩამოთრეულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოხატული, ასეთი ამბავი დაიმართეს, აგიტაცია არის უმაღლეს დონეზე აყვანილი", - აცხადებს ნატა ფერაძე.

ფერაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც  ჩანდა, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატზე ლურჯი საღებავი იყო შესხმული, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ მუქარები დაიწყო.

მსგავსი სიახლეები