ნატა ფერაძე - ვერ შემაშინებენ, ინანებენ ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ, რომ შიგნიდან გამოვამჟღავნებ ყველაფერს

ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება. ინანებენ ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ, რომ შიგნიდან გამოვამჟღავნებ ყველაფერს, - ამის შესახებ აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაკავებისას განაცხადა.

"ეს არის დაშინება. არც ვნანობ, რომ სტალინს ვესროლე და კიდევ ვესვრი თუ საჭირო გახდება. ეს არ იყო ეკლესიაზე შეტევა, ეს იყო პუტინზე შეტევა. ეს დაკავება დაშინებაა და საჩუქარია იმ ორკებისთვის, რომლებიც მომადგნენ. ჩამსვან, გავაგრძელებ ისევ.

საშინელი მუქარებია შემოსული პირადად ჩემზე და ჩემს ოჯახზე, მაგრამ რეაგირება არ ჰქონია არავის. დაცვა მოვითხოვე და ამაზეც პასუხს არ მცემენ. ამერიკიდან შემომთავაზეს დაცვის პროგრამაში ხომ არ გინდათ ჩაგსვათო და ესენი დუმან. 

ეს ზომა არ არის პროპორციული და გასაჩივრებას ვაპირებ. 

ხატი არც დაზიანებულა, სპეციალურად, ვფიქრობდი, ზეთოვანი საღებავი შემესხა თუ აკრილი და აკრილი შევასხი. ტილოს გადაუსვამ და მოსცილდება", -  განაცხადა ნატა ფერაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ნატა ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები