არასამთავრობოები - მოვუწოდებთ სააპელაციო სასამართლოს, გადახედოს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს

სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სანქციას და მოვუწოდებთ სააპელაციო სასამართლოს, გადახედოს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა სტალინის გამოსახულებისთვის საღებავის შესხმის გამო ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ეს სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს.

საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა. შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და მიიღოს ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრი; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; დემოკრატიის მცველები; თბილისი პრაიდი; მწვანე ალტერნატივა; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი; ქალები საერთო მომავლისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები