აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ტაივანში ვიზიტს გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს ტაივანში არჩეული პრეზიდენტის უილიამ ლაის ინაუგურაციის შემდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

"ჩვენ ვულოცავთ უილიამ ლაის ტაივანის პრეზიდენტად არჩევას და მოხარული ვართ, რომ ვხედავთ დემოკრატიის აყვავებას ტაივანში. შეერთებული შტატები მზად არის იმუშაოს არჩეულ პრეზიდენტთან ლაისთან და დაამყაროს ძლიერი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს პრეზიდენტ ცაისთან", - განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, ამერიკული დელეგაციის ვიზიტი შესაძლოა, მიმდინარე წლის მაისში შედგეს.

”იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ კონგრესის მუდმივ ერთგულებას უსაფრთხოებისა და დემოკრატიისადმი, მე ვთხოვ პალატის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს, უხელმძღვანელონ დელეგაციას მაისში ლაის ინაუგურაციის შემდეგ”, - განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები და ტაივანი ერთად იმუშავებენ, რათა გააგრძელონ თავისუფლების, შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების პრინციპების წინსვლა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ყველა თავისუფლების მოყვარული ქვეყნისა და პარტნიორისთვის.

ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა უილიამ ლაიმ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლაიმ 5 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გამარჯვებულმა ლაიმ პირობა დადო, რომ დაიცავს ტაივანს ჩინეთის საფრთხისგან და შეინარჩუნებს სტატუს კვოს. მისივე თქმით, ტაივანის სრუტეში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა. ლაის განცხადებით, მისი მთავრობა კონფრონტაციას არ აპირებს და დიალოგის გზას აირჩევს.

ბევრი ექსპერტის აზრით, ტაივანში არჩევნებს სერიოზული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. 11 იანვარს შეერთებულმა შტატებმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნა ჩინეთს, რომ ეწინააღმდეგება ყოველგვარ გარე ჩარევას ან გავლენას ტაივანში მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში.

უახლესი ამბები