ხარკოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ხარკოვზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა - უკვე ცნობილია 5 დაღუპულის და 51 დაშავებულის შესახებ, - ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"განახლებული ინფორმაციით, ხარკოვში მტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. დაშავდა 51 ადამიანი“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ყველა დაზარალებულს საჭირო დახმარება ეძლევა.

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ღამით დაბომბეს. სამიზნე იყო საცხოვრებელი და სამოქალაქო ტერიტორიები. დილით ქალაქში აფეთქებების სერია მოხდა. რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი დაინგრა, ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფება. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყო 38 დაჭრილი და ორი გარდაცვლილი. მოგვიანებით ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-დან 3-მდე გაიზარდა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა - 42-მდე.

აფეთქებების შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი კორპუსი და ჩაამტვრია ათასამდე ფანჯარა. 20 სახლში გაითიშა გათბობა, 14-ს არ მიეწოდება ელექტროენერგია, 12-ს - ბუნებრივი აირი.

მსგავსი სიახლეები