უკრაინაში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი

უკრაინაში, დღევანდელი რუსული დაბომბვის შედეგად, უკვე ცნობილია 19 ადამიანის დაღუპულის შესახებ. ყველაზე მეტი მსხვერპლი ხარკოვის რეგიონშია, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ხარკოვის რაიონში 15 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან 8 წლის გოგონა და მისი დედა. ხერსონის ოლქში დაღუპულთა რაოდენობა სამია, დნეპროპეტროვსკის ოლქში - ერთი ადამიანი.

"ამ რეგიონების 120-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო დაზიანებები, მათგან 70-ზე მეტმა ხარკოვის რეგიონში“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

კოსტინმა ასევე განაცხადა, რომ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

რუსი ოკუპანტები უკრაინას 23 იანვრის ღამეს და დილით ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგ ჯერზე დაესხნენ თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 41 რაკეტიდან 21-ის განადგურება მოახერხეს.

თავდასხმა მოხდა კიევზე, ხარკოვზე, პავლოგრადს და სხვა ქალაქებზე. ქალაქებში დაფიქსირდა ხანძარი და ნგრევა.

მსგავსი სიახლეები