დავით ხაჯიშვილი - ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს

არ აქვს მნიშვნელობა ამ ხელისუფლების პირობებში, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი. ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ემსახურება ივანიშვილს და თვლის, რომ პრობლემები, პრობლემებად დარჩება.

"ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან მინისტრები იმიტომ, რომ ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ეკონომიკური პრობლემები. პირველ რიგში, გაზრდილი ფასები, არ არის ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციაში წასულია ჩვენი ასი ათასობით თანამოქალაქე, რომელიც წასულია მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ თავი ირჩინოს. ეს არის ის პრობლემები, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს ადამიანები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან ოლიგარქ  ბიძინა ივანიშვილს მოქმედებენ მხოლოდ მის ინტერესში და შესაბამისად ეს პრობლემები, პრობლემებად დარჩება და ვინ იქნება მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა ამას არ ექნება“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები