დავით ხაჯიშვილი - ივანიშვილის პარტიას შეიძლება შექმნილი ჰქონდეს პარალელური სამყარო, მაგრამ რეალობა არის სხვა

ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს 300 - 800 ლარი აქვს შემოსავალი და ამ შემოსავლით უწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ივანიშვილის პარტიას შეიძლება შექმნილი ჰქონდეს პარალელური სამყარო, მაგრამ რეალობა არის სხვა  - ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს და ამის შედეგად 800 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე იძულებით წავიდა ემიგრაციაში, მხოლოდ იმისთვის, რომ თავი ირჩინოს და არჩინოს საკუთარი ოჯახი. რომ არა მათი კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში უფრო სავალალო შედეგი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის, - ამის შესახებ დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა აისახება მხოლოდ მმართველი პარტიის გარემოცვაზე და არა მოსახლეობის უმრავლესობაზე, რის გამოც ხალხი ემიგრაციაში მიდის.

"ქვეყნის ბიუჯეტის 30%-ის ოდენობის თანხა გამოგზავნილია ჩვენი დიასპორის მიერ და რომ არა ეს ფინანსური კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში არც ამხელა ბიუჯეტი იქნებოდა და არც ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც თქვენ თავს ასე იწონებთ“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ სურს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიხსნებოდა საარჩევნო უბნები, რადგან ამას არანაირი რეგულაცია არ ზღუდავს.

"არც რომელიმე შიდა კანონი, არც კონსტიტუცია, არც საერთაშორისო შეთანხმება არ გვიკრძალავს იმას, რომ ჩვენ გავხსნათ უფრო მეტი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ. ჩვენ ვალდებული ვართ ავამაღლოთ ცნობიერება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ. ჩვენ უნდა გავამარტივოთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები