დავით ხაჯიშვილი - ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ჩვენთან დიდი ინვესტორი არ ჩამოვა

ჩვენ, არ გვაქვს სახარბიელო საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ჩვენთან დიდი  ინვესტორები ვერ დავარწმუნეთ, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ჩაედოთ აქ ფული, შექმნილიყო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ბევრი პრივილეგია აქვს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ევროკავშირთან, თუმცა ქვეყანა ამას ვერ იყენებს.

"სამწუხაროდ, ომის პირობებში, რომელიც უკრაინაშია, ბევრმა უცხოურმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი და წავიდა მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არის  სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა. სამწუხაროდ, არც ერთი კომპანია არ წამოვიდა საქართველოში, არც ერთი საერთაშორისო კომპანია. როდესაც ჩვენ გვაქვს პრივილეგია მათთან შედარებით, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა, ეს პრივილეგიებიც ვერ გამოვიყენეთ, ვერ ჩამოვიყვანეთ, ვერ დავარწმუნეთ საერთაშორისო ინვესტორები, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ჩაედოთ აქ ფული, შექმნილიყო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, რატომ? - ეს არის კითხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს სახარბიელო საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ჩვენთან დიდი ინვესტორი არ ჩამოვა", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები