დავით ხაჯიშვილი - ივანიშვილის პარტია ცდილობს, გადაიზღვიოს თავი, დიდი ალბათობით, არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან

ივანიშვილის პარტია ცდილობს, გადაიზღვიოს თავი, დიდი ალბათობით, ისინი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ  საარჩევნო კოდექსით საბოტაჟს უწყობს ევროპულ მომავალს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო კი მართებულია. 

"სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯი იყო პოლიტიკურად სწორი იმიტომ, რომ გვაქვს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, სწორად ჩავატაროთ რეფორმები, რათა შევასრულოთ 9 დათქმის ერთ-ერთი პუნქტი. "ქართული ოცნება" - ივანიშვილის პარტია იქცევა სრულიად საპირისპიროდ, საბოტაჟს უწყობს ჩვენს ევროპულ მომავალს.

ივანიშვილის პარტია ცდილობს, გადაიზღვიოს ასეთი განცხადებებით თავი. დიდი ალბათობით, ისინი ემზადებიან გაყალბებისთვის, ან გაყალბების მცდელობებისთვის, ან სხვადასხვა ჩარევა იქნება, როგორც წინა არჩევნებზე ხდებოდა. ახლა საკუთარ თავს იზღვევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, წინასწარ ვემზადებით, რომ არ ვაღიაროთ არჩევნები", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები