სალივანი - აშშ-მა ირანი ისრაელში ომის ესკალაციის შედეგებზე გააფრთხილა

შეერთებულმა შტატებმა ბოლო დღეებში გამართა მოლაპარაკებები ირანთან უკუკავშირის არხებით, რათა გაეფრთხილებინა თეირანი ისრაელში ომის ესკალაციის შესახებ, რამდენადაც ისრაელის ჯარები ამზადებენ სახმელეთო შეტევას შაბათ-კვირას "ჰამასის" მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს პირადი კომუნიკაციის საშუალებები ირანთან და გამოვიყენეთ ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა განვმარტოთ ის, რაც საჯაროდ ვთქვით“, - აღნიშნა მან.

სალივანის თქმით, შეერთებული შტატები არ გამორიცხავს კონფლიქტში ირანის ჩარევის შესაძლებლობას და აკონტროლებს როგორც თეირანის უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე "ჰეზბოლას" საქმიანობას ლიბანის საზღვარზე.

მისივე განცხადებით, შეერთებულ შტატებს ამჟამად არ გააჩნია დაზვერვის ახალი მონაცემები, რომელიც მიუთითებს ესკალაციის გაზრდილ რისკზე, მაგრამ ირანი გააფრთხილა, რომ თუ "ისრაელის ომის დანაშაულები და გენოციდი დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს".

მსგავსი სიახლეები