სალომე ზურაბიშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაღდათში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

სოფელ ნერგეეთში მეწყერი ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი. ნაპოვნია ოთხი ადამიანის ცხედარი, ხუთ ადამიანს კი ეძებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები