სალომე ზურაბიშვილი - ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს ევროპის დღეს ამ ცარიელი სკამებით

ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს ევროპის დღეს ამ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, რომ ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბნელ წარსულში ვერავინ დააბრუნებს.

"არასდროს არ დაუბრუნდება საქართველო იმ ბნელ წარსულს, რომლისგანაც გამოვიდა და ვერავინ ვერასდროს ვერ დააბრუნებს საქართველოს იმ ბნელ წარსულში. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ომობდა და მოგვიყვანა დღემდე, ამიტომ ვართ პასუხისმგებელი და ვალდებული, რომ ჩვენ გზაზე გავიყვანოთ საქართველო, სადაც არის მისი მომავალი.

ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს ევროპის დღეს ამ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, რომ ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს, არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს.

როგორც აქამდე მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად დადიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს და მე მინდა მივმართო არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ახალგაზრდების გვერდით უნდა იყვნენ უფროსები, ისინიც თავშეკავებული, აქ იმის დრო არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ვინმე გამოიყენოს, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თავისი თავის წარმოჩენა სცადოს, აქ იმის დროა, რომ გაერთიანებული, ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს მშვიდობიანი, გამარჯვებული არჩევნებით, მე ამ გზაზე თქვენთან ერთად ვიქნები და ვიქნები ბოლომდე, ამ მშვიდობიან გზაზე, იმიტომ, რომ ვიცი გამოცდილებით, რომ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს თუ არა მშვიდობიანი გზა, თუ არა ის გზა იქნება, რომელიც მტერს გაახარებს. ერთობით, მშვიდობით უნდა გავიაროთ ყველამ ერთად ეს გზა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები