შსს - მეხანძრე-მაშველები სოფელ ნერგეეთში საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი რვა პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. 

უახლესი ამბები