ნერგეეთში მეცხრე დაღუპულის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა.

სტიქიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები