ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპის გარშემო "ნაცრისფერი ზონები" არ შეიძლება იყოს, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ: ან პუტინთან ხართ, ან დემოკრატიასთან

რუსული აგრესია მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის სრულფასოვანი თავდასხმა დემოკრატიასა და დასავლეთის ღირებულებებზე, ამიტომ ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი: ან მხარს უჭერს პუტინს, ან დგება დემოკრატიის მხარეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპელებმა უფრო მეტად უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის ქცევა სულ უფრო მეტ გავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე და ეს ასევე არის საფუძველი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის ნაბიჯების ფართო მხარდაჭერისთვის.

”უკრაინის ევროკავშირში შესვლის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვესმის, რომ არ შეიძლება იყოს ”ნაცრისფერი ზონები” ევროპის გარშემო. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ: ან პუტინთან ხართ, ან  დემოკრატიასთან. ან რჩებით ავტოკრატიებთან, ან პატივს სცემთ ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი იყოს ჩვენს ევროპულ ოჯახში, რადგან ისინი მას ეკუთვნის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინის დახმარების გაგრძელება და შესაბამისი კანონმდებლობისა და ფინანსური პაკეტის მიღება ამერიკის ინტერესებში შედის, რადგან ეს არ არის მხოლოდ ომი უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის პუტინის მცდელობა, მოახდინოს თვით დემოკრატიის დესტაბილიზაცია.

მსგავსი სიახლეები