თერჯოლაში, სოფელ ძევრში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

თერჯოლაში, სოფელ ძევრში  ახალი საბავშვო ბაღი შენდება. მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ძევრში მშენებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მონიტორინგის ფარგლებში მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დავით გოგბერაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.

სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მგფ-ის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ამ დროისათვის უკვე აშენებულია სკოლამდელი დაწესებულების ძირითადი ნაწილი, ამოყვანილია ოთახები, მოეწყო სარტყელი.

პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე, ხარისხიანი ინვენტარით, კეთილმოეწყობა შიდა და გარე სივრცე.

სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელია ტენდერში გამარჯვებული შპს "იმერეთმშენი - 2000", რომლის საქმეთა მწარმოებლის თქმით, დასრულებული პროექტი აგვისტოს ბოლოს უნდა ჩაბარდეს.

"ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოფლისთვის, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ საკუთარ სოფელში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში", - განაცხადა თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები