სოფელ ძევრში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თერჯოლის სოფელ ძევრში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდება სატუმბი სადგურის, მიმწოდებელი ქსელის და სათავე რეზერვუარების მოწყობა.

პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "უნივერსალ ჯორჯია" ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგება  ექნება კალატოზები-ვერულაშვილების უბნის 80 ოჯახს.

სამუშაოები  აპრილის ბოლოს დასრულდება.

წყალმომარაგების ქსელის მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერა. 

მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 171 999 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები