ლევან ხაბეიშვილი - როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს მოსახლეობა და ხელისუფლება გვეუბნება, რომ მოგონილი პრობლემაა

როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს მოსახლეობა და ამ დროს, ხელისუფლებას ამაზე პასუხი არა თუ არ აქვს, არამედ მეტიც, გვეუბნება, რომ ეს არის მოგონილი პრობლემა, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მოსახლეობასთან ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხები ამ დრომდე არ აქვს.

"ჩვენ ამდენი დღეა, ვიმეორებთ, რომ ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს საწვავი საქართველომდე და როგორ შეიძლება, რომ ბათუმის, ფოთის პორტიდან გამოსული საწვავი უცებ გახდეს სამი ლარი და 20 თეთრი. ორჯერ გაძვირდა მოქალაქეებისთვის, ვისაც ეს ფასები ეხება. მათი არგუმენტი, რომ სადღაც უფრო ძვირი ღირს და ევროპაში უფრო მაღალი ფასი აქვს, აბა ევროპაში პენსიები, შემოსავალი ნახეთ რამდენია? იქ ადამიანები 50 დოლარად თვიდან თვემდე არ მუშაობენ. ას დოლარად ადამიანები არ მუშაობენ თვიდან თვემდე და ას დოლარზე. 

წარმოიდგინეთ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს მოსახლეობა და ამ დროს, როცა მთავარ შეკითხვას ვსვამთ, თუ რატომ ძვირდება საწვავის ფასი, რატომ ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები, ხელისუფლებას ამაზე პასუხი არა თუ არ აქვს, არამედ მეტიც, გვეუბნება, რომ ეს არის მოგონილი პრობლემა, რომ ეს პრობლემა ჩვენ მოვიგონეთ და ხალხს არ აწუხებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები