მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან

მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან. ახლობლების ინფორმაციით, გატაცებულები გათავისუფლებას ელოდებიან.

"მე როგორც თქვენ იცით, ინფორმაციას ვუყურებ, ვიდეოც ვნახე, რომ კარგად არიან და ელოდებიან როდის გამოუშვებენ. აღნიშნავენ კიდევაც იქ, რომ გამოგვიშვებენ მალეო. ვერ გეტყვით ვერაფერს. მე არავინ აღარ დამკავშირებია. ერთი ის ვიცი, რომ ალბათ, გამოუშვებენ და კარგად იქნებიან და სადაც მიდიოდნენ იქ წავლენ მშვიდობით. მთავარია კარგად არიან, ვიდეო რაც ვნახე. მეტი არაფერი არ ვიცი. მეც გაურკვევლობაში ვარ, რა ხდება", - აცხადებს ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი.

არსებული ინფორმაციით, გატაცებული 30 საქართველოს მოქალაქიდან, 15 ადამიანის თანხა - დაახლოებით 45 000 დოლარი უკვე გადახდილია. ერთ-ერთი გატაცებულის ცნობით, თითო ადამიანში 2 000 დოლარს ითხოვენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით.

30-მდე ქართველი რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას აპირებდნენ.

უახლესი ამბები