მექსიკაში ციხეზე თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მექსიკაში, ჩიუაუას შტატში, სიუდად ხუარესის მე-3 ციხეს უცნობი პირები თავს დაესხნენ, შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Telemundo ავრცელებს.

ინციდენტი პირველი იანვრის დილას მოხდა. უცნობი პირები საპატიმროსთან ჯავშანტრანსპორტიორებით მივიდნენ და მცველებს ცეცხლი გაუხსნეს. სამხედროებმა და პოლიციამ სიტუაციის კონტროლი რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.

დაღუპულთა შორის 10 ციხის მცველია, ოთხი პატიმარი. დაშავდა კიდევ 13 ადამიანი. სულ მცირე 24 პატიმარმა გაქცევა შეძლო.

პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, თავდამსხმელთაგან ორი ​​დაიღუპა. 

პოლიცია ადგენს, რომელი კრიმინალური დაჯგუფებაა პასუხისმგებელი თავდასხმაზე.

უახლესი ამბები