თინა ბოკუჩავა - ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ გზავნილებით აფრთხილებენ ივანიშვილს

მაშინ როდესაც ივანიშვილს აღარ აქვს ხალხის ნდობა და ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" აირჩევს ძალმომრეობის პოლიტიკას და არ შეასრულებს ევრორეკომენდაციებს. 

"რა თქმა უნდა, მოლოდინია, რომ ივანიშვილის პარტია კვლავ ძალმომრეობის პოლიტიკას აირჩევს ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები, დაძლევს ვეტოს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას არ აინტერესებს ევროპული დღის წესრიგი და ქვეყნის წარმატებული ევროინტეგრაცია. 

მაშინ როდესაც ივანიშვილს აღარ აქვს ხალხის ნდობა და ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები საქართველოში, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ გზავნილებით აფრთხილებენ ივანიშვილს, რომ არჩევნები უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას, რაც უდავოდ ცვლილებების მოტანაა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები