ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილის პარტიის ამოცანაა, რომ სრულად მიიტაცოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, რომ არ შეიძლება "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხდებოდეს ნომინირება ცესკოს წევრების, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანა ცესკოს მიტაცება და საარჩევნო პროცესის მართვაა.

"ივანიშვილის პარტიის ამოცანაა, რომ სრულად მიიტაცოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის მართვა, დიქტატი, მათი კარნახით განხორციელდეს. ამ სურვილს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისია, ეწინააღმდეგებოდა ოპოზიციაც და პრეზიდენტის ვეტოც ამის გამოხატულებაა. ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, რომ არ შეიძლება "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხდებოდეს ნომინირება ცესკოს წევრების.

ამით ეჭვქვეშ დგება არჩევნების სამართლიანობა და კონკურენტუნარიანობაც, იმიტომ, რომ, რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციაში მყოფ სუბიექტებს არ აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები პროცესების მართვისა და პროცესებზე ზედამხედველობის", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები