თინა ბოკუჩავა - ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, მოვიტანოთ ცვლილებები, რომელიც საქართველოს სჭირდება

მე მჯერა, რომ  საქართველოს მოქალაქეების ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ერთად მოვიტანთ ცვლილებებს და გავაერთიანებთ ოჯახებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების რეალურ პრობლემებს მმართველი გუნდი არ აღიარებს.

"მმართველი გუნდი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეჩვენებათ საწვავსა და პროდუქტებზე მომატებული ფასები, ეჩვენებათ, რომ ქვეყანაში იზრდება სიღარიბე. 

მე შევხვდი მოქალაქეს, რომელმაც მითხრა, რომ მისი შვილთაშვილიც კი ემიგრაციაშია. რეალობა ეს არის, იცლება ოჯახები, იცლება სოფლები და ქალაქები. გამქრალია ქალაქები. 

ქუთაისი, რომელიც რიცხოვნობით მეორე ქალაქი იყო, ახლა მეოთხეა იმის გამო, რომ იძულებით ემიგრაციაშია წასული  ამდენი ადამიანი და  მათ შორის, უამრავი ქალი და ამ ადამიანებს დღეს მდინარაძე ეუბნება, რომ ყველას ერთად ფანტომური ტკივილები გვაწუხებს და ყველაფერი გვეჩვენება.

ცვლილებები ჩვენს ხელშია, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, მოვიტანოთ ცვლილებები, რომელიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები. 

მე მჯერა, საქართველოს მოქალაქეების ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ერთად მოვიტანთ ამ ცვლილებებს და გავაერთიანებთ ოჯახებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები