ლევან ბეჟაშვილი - თქვენი სტატისტიკით 2020-2023 წლის განმავლობაში, შსს-ს რიგები 7 322 თანამშრომელმა დატოვა, რატომ მიდის ეს ხალხი

თქვენი სტატისტიკით 2020-2023 წლის განმავლობაში, შსს-ს რიგები 7 322 თანამშრომელმა დატოვა. თუ არის შესწავლილი რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რატომ მიდის ეს ხალხი, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენისას განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაზრდილ ფასებსა და მომსახურების სააგენტოს სერვისებზეც ისაუბრა. 

"ქვეყანაში ფასების ზრდის სერიოზული პრობლემაა. ამ ბოლო კვირების განმავლობაში ხშირია საუბრები პროდუქტების, საწვავის ფასების ზრდაზე და ა.შ. მაგრამ მე მაინტერესებს რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე? მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარი ღირდა და 100 ლარი გახდა. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის აღება 35 ლარი ღირდა და 80 ლარი გახდა. ავტომობილის დაკარგული და დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღება 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ხდება. რა მდგენელმა განაპირობა, რომ სერვისის ღირებულება ამ მხრივ გაიზარდა და ეს მოსახლეობისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ჩვენს მოსახლეობას უწევს ცხოვრება. 

თქვენივე სტატისტიკით 2020-2023 წლის განმავლობაში, შსს-ს რიგები 7 322 თანამშრომელმა დატოვა. თუ არის შესწავლილი რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რატომ მიდის ეს ხალხი",  - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები