თინა ბოკუჩავა - ბოჭორიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა ანტიევროპული ნაბიჯების გამო

ბოჭორიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა ანტიევროპული ნაბიჯების გამო, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა "ქართულ ოცნებას" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს რაღაც რეზოლუციას არ დაუჭირეს მხარი დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა.

"შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები მორიგ ჯერზე ავრცელებენ ტყუილს და დეზინფორმაციას. 

დამატებით განმარტებას თავად დელეგაციის წევრები გააკეთებენ. 

ეს რეზოლუცია არ იყო. "ქართული ოცნება" იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს რაღაც რეზოლუციას არ დაუჭირეს მხარი ამ ადამიანებმა. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ბოჭორიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის წევრებმა და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილის პარტიის წევრები ყოველდღიურად დგამენ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ქართული ოცნების" ინიციატივა ევრონესტზე, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ვერ გავიდა. ინიციატივას ხელი ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა არ მოაწერეს. დოკუმენტში მოწოდებული იყო, რომ ევროკავშირს სასწრაფოდ გაეხსნა მოლაპარაკებები 3 კანდიდატი ქვეყნისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები