სოფელ ჩხარში სკოლასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ჩხარში სკოლასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში მერთან ერთად თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი იმყოფებოდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული საგზაო მონაკვეთზე დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ.

ჩხარში პირველ სკოლასთან დამაკავშირებელი გზაზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა, კეთილმოწყობილი გზით დაახლოებით ასამდე მოსწავლე ისარგებლებს.

ჩხარის აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ერთ-ერთია იმ 21 ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის,რომელიც  2024 წელს  ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

საგზაო პროექტის საერთო ღირებულება 315 000 ლარია, სამუშაოებს კი კომპანია "ჯი ემ ჯი" ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები