აგვისტოს ომის გმირს ალია ბარდაველიძეს დღეს 40 წელი შეუსრულდებოდა

4 აპრილი, აგვისტოს ომის გმირის ალია ბარდაველიძის დაბადების დღეა. დღეს ალია ბარდაველიძეს 40 წელი შეუსრულდებოდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. 

მემორიალთან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ, სადაც მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს.

ალია ბარდაველიძე - ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია, რომელიც 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა და საკუთარი სიცოცხლე, ქვეყნის ერთიანობასა და მომავალს შესწირა. 

ალია ბარდაველიძე გაიხსენეს მისი მშობლიური სკოლის მოსწავლეებმაც, აღსანიშნავია რომ ზედა სიმონეთის სკოლას ალია ბარდაველიძის სახელი აქვს მინიჭებული, ასევე მის სახელს ატარებს ქუჩა, სადაც აგვისტოს ომის გმირი დაიბადა და გაიზარდა.

"ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს,  ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად,  გმირების არდავიწყება და მათ ოჯახებზე ზრუნვა და თანადგომა ჩვენი ვალია!" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები