ანა ბუჩუკური - ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ

ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა და თითოეული ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, მისმა გუნდმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ დაიწყონ გამოძიება მუქარის მუხლით, 151-ე მუხლით.

"ჩვენმა გუნდმა, პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება მუქარის მუხლით, 151-ე მუხლით. როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს მოქალაქეების დაშინება, მუქარა, გინება სატელეფონო ზარებით და ადამიანების ქუჩაში ცემა. ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრების უმრავლესობას უკვე დაურეკეს და მიიღეს ეს მუქარის ზარები. ეს პროცესი გრძელდება. კონკრეტული მტკიცებულებებით, ე.წ. სქრინებით შევიტანეთ განცხადება "ოცნებასთან" აფილირებული ე.წ ჩატის, სოცმედიის საშუალებით როგორ ხდება კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება იმ მიზნით, რომ ამ ადამიანებს შემდგომ გაუსწორდნენ, დაემუქრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ქუჩაში დახვდნენ. შესაბამისად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა და თითოეული ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები