გიორგი გახარია - რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე არის სამართლებრივი და პოლიტიკური ჩიხი

ჩვენ ვთვლით, რომ რიგგარეშე არჩევნები, ნებისმიერი ფორმის დროებითი, ტექნიკური მთავრობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე არის სამართლებრივი და პოლიტიკური ჩიხი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ქართულ ქარტიაზე" საუბრისას განაცხადა.

"რთული დოკუმენტია, იქ არის ძალიან კარგი იდეები, ძალიან კარგი გეგმა სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, რომლებიც აუცილებელია იმისთვის რომ ქვეყანამ განაახლოს ევროპული გზა, ერთმნიშვნელოვნად ასეა და ჩვენ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რონ ყველა ამ რეფორმას ჩვენი მხარდაჭერა ექნება სრული, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს არ დადგება. რაც შეეხება დანარჩენ ტექნიკურ საკითხებს და პოლიტიკურ საკითხებს, ჩვენ ვთვლით, რომ რიგგარეშე არჩევნები, ნებისმიერი ფორმის დროებითი, ტექნიკური მთავრობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე არის სამართლებრივი და პოლიტიკური ჩიხი, ამიტომ ჩვენ ასე ვუყურებთ ამას, შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს, დრო კიდევ არის რაღაც ცვლილებები მოხდეს, დაველოდოთ ამ ცვლილებებს, საბოლოო ჩვენი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება ცნობილი", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების პროცესი დაწყებული აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვიცავთ არჩევნებს.

"გამოწვევა გართულდა ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ საქმეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვიცავთ არჩევნებს, იმიტომ რომ "ოცნებას" ამ არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაწყებული აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეძლოს გააყალბოს.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და რამდენიმე ოპტიმისტური ნიშანი, რომ ეს შესაძლებელია დავინახე ახალგაზრდების პროტესტული ენერგიის გარდაქმნა პოზიტიურ გეგმაში, რომელიც ნიშნავს როგორ ვიცავთ არჩევნებს.

საქართველოში არის დაახლოებით 3000 საარჩევნო უბანი, ეს ახალგაზრდები და ყველა დანარჩენი, რომლებიც იდგნენ ქუჩაში და აპროტესტებდნენ რუსულ კანონს ყველა სადღაც აძლევს ხმას, უბრალოდ ვინმემ რომ გახადოს სოციალურ ქსელში ღია რომელი უბნებია ღია და ადამიანებმა დააფიქსირონ სად უნდა მისცენ ხმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითო უბანზე დღეს, დღევანდელ მდგომარეობაში მინიმუმ ათი მოხალისე მოიძებნება, რომელიც მზად იქნება ამ უბანზე ხმები დაიცვან. მათ სჭირდებათ ამის სწავლა, ამის ტრენინგია საჭირო, უბრალოდ მათ რომ იცოდნენ ეს როგორ კეთდება.

მე ვფიქრობ, რომ იდეალური პლატფორმა ამისთვის არის პრეზიდენტი, პრეზიდენტის მთავარი მისია სწორედ უნდა იყოს არჩევნების დაცვა, იმიტომ რომ ჩვენ თუ არჩევნები ვერ დავიცავით, იმიტომ რომ საქართველოში კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა არის არჩევნები, არავინ არ იცის რა იქნება შემდეგ.

ჩვენ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს და "ოცნების" თითოეულ წევრსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ოცნებას დღეს ხმას აძლევს, უნდა ავუხსნათ, რომ სამართლიანი არჩევნები არის ის გამოსავალი, რომელიც გვაპატიებს ყველას იმ შეცდომებს რადიკალიზმის, რომელიც დაგვიშვია არჩევნებამდე შეარიგებს ქართველებს, ეს არის ამ შეცდომებიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა. ყველა ის ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდან არჩევნების გაყალბებაში ნებისმიერი ფორმით მიიღებს მონაწილეობას, ამ ადამიანებს ექნებათ გადანაწილებული ისტორიული პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს.

არჩევნები არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა, რომლითაც ჩვენ შეიძლება ვაპატიოთ ერთმანეთს ის უბედურებები, რასაც ახლა ერთმანეთს ვუკეთებთ და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა გაიაზროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ყველაზე სწრაფად გაიაზრებენ ამას და არჩევნების დაცვა უნდა იყოს მათი მისია, არა აგიტაცია არამედ მათი მისია უნდა იყოს, რომ არჩევნების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს სჯეროდეთ ამ არჩევნების შედეგების. თუ არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ტყუილი, ეს გზა მშვიდობიანი გამოსავლის იქნება ჩაკეტილი", - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები