გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, ქალბატონ პრეზიდენტს ამოძრავებს კეთილი ზრახვები, ვინ როგორ გამოიყენებს ამას, ეს სხვა საკითხია

დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამოძრავებს კეთილი ზრახვები, ვინ როგორ გამოიყენებს ამას, ეს სხვა საკითხია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"მე ვთვლი, რომ მიზანი პრინციპულია. ივანიშვილის მიზანი, რომ ეს ოპოზიცია ყველა ერთად სადმე მიყაროს და მერე ყველა ერთად დასვაროს ტოქსიკური "ერთიანი ნაციონალური მოძრაობით", ესეც მიზანია. მე ვთლი, რომ ქალბატონ პრეზიდენტს აქვს მიზანი ეს ერთიანობა როგორმე გამოიყენოს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასაცავად და არ ვთვლი, რომ ის რაღაც ერთიანობის ფეტიშირებას ახდენს, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი.

ჩემთვის ფასეულობების გარეშე ნებისმიერი ერთიანობა კატეგორიულად მიუღებელია და ვერანაირ პრაგმატულ მიზანს ამის უკან ვერ ვხედავ, ვერავინ ვერავის ვერაფერს დააძალებს, ძალით ერთიანობა არ არსებობს. ერთიანობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა თემებზე, მაგალითად ევროპული დღის წესრიგი და ევროპული რეფორმების დღის წესრიგი - არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ პოლიტიკური იდენტობა არის პოლიტიკური იდენტობა, აქ რაიმე სახის აღრევა კატეგორიულად მიუღებელია და შეუძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამოძრავებს კეთილი ზრახვები, ვინ როგორ გამოიყენებს ამას, ეს სხვა საკითხია, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება“ ყოველთვის ეცდება ეს გადააქციოს რაღაც მძიმე სპექტაკლად.

მე ვფიქრობ, რომ ეს „ოცნების“ პროპაგანდისტული ქმედებების შედეგია, რომელიც იგონებს, რომ ვიღაცა ვიღაცასთან ერთიანდება, შეიძლება ვიღაც ერთიანდება არ ვიცი, მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე. ჩვენთვის ეს დღის წესრიგში არ დგას, ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენ მკაფიოდ ვესაუბრებით ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის ჩვენი მიზანი, როგორ მივიდეთ არჩევნებამდე და რა ამოცანები გვაქვს არჩევნების შემდგომ, ამიტომ ყველაზე პოზიტიური და სწორი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ მისი მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.

ჩვენ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურას მხარს დავუჭერდით, რადგან ბოლო პერიოდმა კარგად დაგვანახა, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ევროპული ფასეულობების და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დამცველია", - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები