გიორგი გახარია - “ოცნებამ” არჩევნების მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა შედეგს ვერ მიაღწევენ

პოლიტიკური პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია გუნდთან ერთად იმყოფებოდა მარტვილსა და ფოთში, სადაც შეხვდა ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე მან ისაუბრა ადგილობრივ პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის აუცილებლობაზე.

“ჩვენ დავიწყეთ უკვე საარჩევნო კამპანია და რეგიონებში გვაქვს გასვლითი შეხვედრები. ვამზადებთ გუნდს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ იცოდნენ როგორ უნდა დაიცვან ხმები. ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.

სამწუხაროდ, დღეს, განსაკუთრებით ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ “ოცნებამ” არჩევნების მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ. ცდილობენ, მაგრამ არსებობს ის რესურსი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად არჩევნებზე ხმების დაცვას შეძლებს.

უფრო რომ დავკონკრეტდეთ, პირველ რიგში, რაც არის აუცილებელი პირობა - ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე. მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი  უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე მით ნაკლები შესაძლებლობა ექნება “ოცნებას”, რომ ხმები მოიპაროს. ჩვენ ვითანამშრომლებთ, პირველ რიგში, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომელთა როლი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და გავუზიარებთ მათ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას.

2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას დააკვირდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის.

ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელმაც უკვე დიდი ხანია, განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და კამპანიის ჩატარებას. ჩვენ დღეს ამ პოზიციაზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ხან ერთიანდება, ხან იშლება, იქმნება სხვადასხვა ფორმატები, პლატფორმები. ცხადია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ადამიანებს და პოლიტიკურ ძალებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ დამოუკიდებლად განვაგრძობთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას", - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები