გიორგი გახარია - ეს მანქანა რომ ამოიქოქება კონსოლიდირებული, ამის გაჩერება იქნება შეუძლებელი

ეს მანქანა რომ ამოიქოქება, კონსოლიდირებული - ევროპის და ამერიკის, ამის გაჩერება იქნება შეუძლებელი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

"სამწუხაროა, რომ ჩვენ აქამდე მივედით, ვისურვებდი, რომ აქამდე არ მივსულიყავით, მაგრამ უნდა გვესმოდეს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეჩქარებათ, უნდა ესმოდეს, რომ დასავლური დემოკრატიის მთავარი პრინციპი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იმპულსური ქმედებები არ იქნება, ამას სჭირდება ფორმალური მომზადება, ეს ფორმალური ინსიონალური პროცედურები არის ის, რაზეც ეყრდნობა დასავლური დემოკრატია და შესაბამისად, ამას დასჭირდება დრო, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს მანქანა, კონსოლიდირებული ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის, რომ ამოიქოქება, მერე ამის გაჩერება იქნება ძალიან რთული. ახლა ზოგიერთებს, რომ ჰგონიათ, რომ აი, ჩვენ ასეთი მაგრები ვართ, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვმართებს, სასაცილოა ამის ყურება, თუმცა ვხედავ იქ ზოგიერთ შეშინებულს, რომლებიც ხვდებიან რა ხდება.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ შემდეგი რამ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავლისთვის, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეები, ეს აქციები, რომლებიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ამ აქციების და ახალგაზრდების ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ მათ მთელ მსოფლიოს გააგებინეს, ჩვენ არ ვართ ისეთები, როგორიც არის ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ ვართ პროდასავლელი დემოკრატები და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს დემოკრატიული სახელმწიფო, ამიტომ დღეს ჩვენ ვართ დემოკრატიული აქციების პროცესებში, მშვიდობიანი აქციების პროცესებში და ველოდებით არჩევნებს", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ძალიან რთული და სახიფათო პროცესია, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება ეკუთვნის ხელისუფლებას.

"მე ძალიან კარგად მესმის და მჯერა, რომ მოღალატეს ხალხი რომ გეძახის, ეს უკვე რომ ხალხის ხმა ხდება, ეს ძალიან რთული ასატანია, მესმის. მეორე მხრიდან, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ოჯახის სივრცეში შეჭრაც ძალიან დიდი პრობლემაა. თუ ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს იმხელა პასუხისმგებლობა, რომ თავისი თავი დააყენოს უფრო მაღლა, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს საზოგადოებაზე, მე მარტივ მაგალითს გეტყვით - რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების საქმე წასული და ჩვენ ჩვენს ეთერებში ყოველთვის რატომ ვამბობდით, რომ ისინი დამარცხებულები არიან, ახლა ამ დამარცხების გააზრების მძიმე პროცესი გველის წინ და ეს ხდება. მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ კანონის მიღებაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ვუთხრა და მოვუწოდო, „ოცნება“ დამარცხდა ზუსტად მაშინ, როცა ერთი ერთში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა, დღეს რაც ხდება, როგორ მოქმედებენ, ეს ორგანიზებული სისტემური ძალადობა, შენ, როცა სახელმწიფოს და კრიმინალს ერთდროულად იყენებ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს არის თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელსაც ებრძოდა „ოცნება“, დაამარცხა და დღეს უკვე, 10 წლის შემდეგ ზუსტად იგივეს აკეთებს. ჩვენ ხომ არ უნდა დავემსგავსოთ „ოცნებას“, მთავარი, რითაც ჩვენ შეგვიძლია მორალური უპირატესობა შევინარჩუნოთ, „ოცნება“, რომელიც დღეს დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“, არა გვაქვს ამის მორალური და პოლიტიკური უფლება და შესაძლებლობა, რომ დავემსგავსოთ „ოცნებას“. ამიტომ, არაფერი იმაზე უფრო დიადი, ვიდრე მორალურად გამართული პროცესი არ არის, ჩვენ ქართული საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენ ურთიერთტრადიციებს ყოველთვის პატივს ვცემდით და მთავარი აქ არის ოჯახის სივრცე, სადაც შეჭრა ყოვლად მიუღებელია ყველასთვის. ის ადამიანები საკუთარ ოჯახებზე, რომ არ ფიქრობენ ეს გვაძლევს უფლებას, რომ ამ ოაჯხებზე? ეს მათი ტრაგედია და პრობლემაა, რომ საკუთარ ოჯახებზე არ ფიქრობენ. მთავარი პრობლემა აქ რა არის, 12 წლის თავზე „ოცნებამ“ მიზანმიმართულად ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე დემონები გააღვიძა, ახლა ამათ თუ ჰგონიათ, რომ ესენი ამ დემონებისგან დასაცავები არ გახდებიან თვითონ, ძალიან ცდებიან, მაგრამ ჩემი მოწოდება არის ის, რომ ჩვენი გამარჯვების მთავარი გასაღები არის იმაში, რომ მორალურად ყოველთვის უფრო მაღლა უნდა ვიყოთ და ეს წითელი ხაზები უნდა დავიცვათ, ეს წითელი ხაზები არის რა თქმა უნდა ოჯახი, წითელი ხაზები არის ბავშვები, წითელი ხაზები არის ნებისმიერი ფორმის ფიზიკური ძალადობა. ამ ხელისუფლებაზე ხომ შევთანხმდით, რომ ამ ხელისუფლების მორალური სახე უკვე წაშლილია და დამარცხებულია ზუსტად მაშინ, როდესაც თვითონ დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ებრძოდა. ჯერ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი წარმოუდგენელი ძალადობით, შემდეგ იყო „ოცნება“, რომელიც ამ ძალადობას ებრძოდა და ეს „ოცნებაც“ ზუსტად იგივენაირად ძალადობს, დღეს ამ ახალგაზრდების და ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ სასწორზე ბევრად უფრო დიდი გამოწვევები დგას, ეს ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ და ეს მორალური უპირატესობა თუ არ შევინარჩუნეთ, გაგვიჭირდება", - განაცხადა გახარიამ "გახარიას კვირაში". 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები