გიორგი მარგველაშვილი - ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან ნათელი სტრატეგია ჩამოაყალიბეს ამ ისტორიული, გეოპოლიტიკური ღალატის მიმართ

ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს კონკრეტული ჩარჩო - ან შესაძლებლობები  სავიზო, ეკონომიკური და  სამხედრო მთელ ქვეყანას, ან სანქციები და მიზნობრივი დასჯის ფორმატი კონკრეტულად ინდივიდების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

"ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში, ამერიკელმა პარტნიორებმა ძალიან ნათელი სტრატეგია ჩამოაყალიბეს აი, ამ ისტორიული, გეოპოლიტიკური ღალატის მიმართ, რომელიც ჩაატარა ქართულმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხისა და ჩვენი პარტნიორების მიმართ. 

ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს კონკრეტული ჩარჩო - ან შესაძლებლობები  სავიზო, ეკონომიკური, სამხედრო მთელ ქვეყანას, ან სანქციები და მიზნობრივი დასჯის ფორმატი კონკრეტულად ინდივიდების მიმართ.

თუ რესურსების ნაწილი მიდიოდა მთავრობაზე, ნაწილი კი საზოგადოებაზე, უნდა გადასტრუქტურდეს და მთლიანად საზოგადოებაზე წავიდეს და მთავრობამ არაფერი არ უნდა მიიღოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია LEADxSUMMIT 2024 მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები, მოახლოებული არჩევნები და "ქართული ოცნების" ნაბიჯები განიხილება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები