გიორგი ვაშაძე - აშშ აპირებს, გააგრძელოს სასანქციო პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, გააგრძელოს სასანქციო პოლიტიკა იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ებრძვის დემოკრატიულ სისტემას საქართველოში და ვინც მტრად აცხადებს ამერიკას, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სანქციები იქნება "ქართული ოცნების" ჩამოშლის განმაპირობებელი ფაქტორი.

"მკაფიოდ ჩამოყალიბებულია პოზიცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, გააგრძელოს სასანქციო პოლიტიკა იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ებრძვის დემოკრატიულ სისტემას საქართველოში და ვინც მტრად აცხადებს ამერიკას და ევროპას და ვისაც უნდა, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზიდან.

ამ განცხადების მთავარი საფუძველი არის ქართველი ხალხის გულწრფელი ნება, რომელიც განგრძობად, მრავალ ათასიან პროტესტზე ძალიან კარგად ჩანდა.

ეს სანქცია იქნება "ქართული ოცნების" ჩამოშლის განმაპირობებელი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები