"როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აქტიურად ვიქნები ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში"

"ჩემთვის დიდი პატივი იყო, გასული პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. ამ ნდობისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ პარტიის თავმჯდომარეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესა და მთელ ჩვენს გუნდს. ეს ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ყოფნისას გუნდის წევრებთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარვადგინეთ, მათ შორის დავიწყეთ ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა კერძო სექტორთან ერთად“ - წერს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
 
როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, იგი აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საკანონმდებლო ორგანოსთან და როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აქტიურად იქნება ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, გაზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს.

"როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, 24 მაისს დავინიშნე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის, - მან ჩემი კანდიდატურა წარადგინა ასეთ მნიშვნელოვან დროს და დამავალა სტრატეგიული მნიშვბელობის სტრუქტურების: ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციის, გაერთიანებული აეროპორტების, ტურიზმის ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის კურატორობა.
ამ პროცესში განსაკუთრებულია ეკონომიკის მინისტრის როლი - მან სწორად შეაფასა ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების ერთი საკურატორო ქოლგის ქვეშ მოქცევის აუცილებლობა, რადგან ეს გადაწყვეტილება დარგების სწრაფ და კოორდინირებულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

COVID-19-ის პირობებში ჩვენი მთავარი მოკლევადიანი ამოცანა იქნება ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების სწრაფი და უსაფრთხო აღდგენა; უწყებების ქმედითუნარიანობის გაძლიერება; შეზღუდვებით დაზარალებული მეწარმეების ხელშეწყობა და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში შექმნილი და პანდემიის შედეგად დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა.

მოხარული ვარ, რომ პრემიერ- მინისტრთან აქტიური კონსულტაციის შედეგად და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდისთვის.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, გასული პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. ამ ნდობისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ პარტიის თავმჯდომარეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესა და მთელ ჩვენს გუნდს. ეს ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ყოფნისას გუნდის წევრებთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარვადგინეთ, მათ შორის დავიწყეთ ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა კერძო სექტორთან ერთად.

როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი აქტიურად გავაგრძელებ მჭირდო თანამშრომლობას ჩემს მეგობრებთან საკანონმდებლო ორგანოში და, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი - ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში; იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას; გაცზრდით ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და, რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები