Logo

თეიმურაზ მღებრიშვილი - ამ დროისთვის ორი ქალბატონის ცხედარია ამოსვენებული და ერთი ბავშვის

საზოგადოება
254
Frontnews
თეიმურაზ მღებრიშვილი - ამ დროისთვის ორი ქალბატონის ცხედარია ამოსვენებული და ერთი ბავშვის

ამ დროისთვის ორი ქალბატონის ცხედარია ამოსვენებული და ერთი ბავშვის, სამწუხაროდ, სავარაუდოდ, თაიას მშობელი უნდა იყოს ქალი, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ფონიჭალაში განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის სამ მოქალაქეს ეძებენ.

"ამ დროისთვის ორი ქალბატონის ცხედარია ამოსვენებული და ერთი ბავშვის, სამწუხაროდ, სავარაუდოდ, თაიას მშობელი უნდა იყოს ქალი. სამი ადამიანი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები. ბავშვი იდენტიფიცირებული არ არის. არ ვიცი, ერთი ოჯახის წევრები არიან თუ არა. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება მუშაობა. 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობს ადგილზე", - განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა. 

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა ოთხი ადამიანი.

3 წლის გოგონა მაშველებმა ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები