Logo

ვახო სანაიას ფეისბუკზე დაწერილი პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

საზოგადოება
771
Frontnews
ვახო სანაიას ფეისბუკზე დაწერილი პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ტელეწამყვან ვახო სანაიას ფეისბუკზე დაწერილი პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.

ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც.

იქამდე "ფორმულას" წამყვანს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ივლისში ჰქონდა შეფარდებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები