Logo

ზელენსკი - ვიმედოვნებ, ომის დასრულებას ზამთრისთვის შევძლებთ და ტრამპი ამაში დაგვეხმარება

უკრაინა
205
Frontnews
ზელენსკი - ვიმედოვნებ, ომის დასრულებას ზამთრისთვის შევძლებთ და ტრამპი ამაში დაგვეხმარება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებით სრულმასშტაბიანი ომი ზამთრისთვის დასრულდება, - ამის შესახებ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ვიმედოვნებ, რომ ამ ომის დასრულებას ზამთრისთვის შევძლებთ და ტრამპი ამაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტს, ასევე რუსეთის ომის დასრულება სურთ.

როდესაც ჰკითხეს, დათანხმდება თუ არა პუტინი მაიამიში G20-ის სამიტზე შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა: "არ ვიცი, დათანხმდებოდა თუ არა, მაგრამ მას ომის დასრულება სურს. ორივეს ომის დასრულება სურს“.

"დრო დადგა“, - აღნიშნა მან.

შეხვედრის დროს ჟურნალისტმა ტრამპს შეახსენა გასულ წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადება. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებდა მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნებას.

ჟურნალისტმა იკითხა, კვლავ ინარჩუნებდა თუ არა ტრამპი ამ პოზიციას.

"ვფიქრობ, ისინი (უკრაინა და რუსეთი) შეთანხმებას მიაღწევენ. არ მინდა ვთქვა, კონკრეტულად რას მოიცავს ეს შეთანხმება“, - განაცხადა ტრამპმა.

შეხვედრის დასაწყისში ტრამპმა კომენტარი გააკეთა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ დარტყმებზე. მისი თქმით, ამ საკითხს ზელენსკისთან განიხილავდა, რადგან ეს საწვავის ფასებზე მოქმედებს.

დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრული "უფრო სწრაფად დადგება, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები