უჩა ნანუაშვილი - არ მაქვს მოლოდინი, რომ ლუსტრაციის თემა ამ ხელისუფლებისაგან მხარდაჭერილი იქნება

არ მაქვს მოლოდინი, რომ ლუსტრაციის თემა ამ ხელისუფლებისაგან მხარდაჭერილი  იქნება, - ამის შესახებ Front News-ს  საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, საეჭვო პირები ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არიან მოკალათებული.

"ხელისუფლებას ჰქონდა საკმაოდ დიდი დრო და ლუსტრაციის თემაც არაერთხელ იყო წამოწეული, თუმცა ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ გამოუხატავს, პირიქით, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებაში  არიან  საეჭვო პირები დაწინაურებულები,  რომლებიც ამ კანონის მიღების შემთხვევაში, გარკვეულ ჩარჩოებში მოექცევიან. ამიტომ ამ ხელისუფლებისაგან მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს თემა იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა ნანუაშვილმა. 

მისი თქმით, ლუსტრაციის კანონის მიღება დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. 

"დაგვიანებულიც კი არის ლუსტრაციის კანონის მიღება, ეს უნდა განხორციელებულიყო დიდი ხნით ადრე, ისევე როგორც  კომუნისტური სისტემის დემონტაჟის შემდეგ დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რის შემდეგაც ამ ქვეყნებში  რადიკალურად შეიცვალა სიტიუაცია და გახდენ ევროკავშირის და ნატოს წევრები. ჩვენთან სამწუხაროდ, ეს პროცესი არ დაწყებულა და ის პირები, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული საბჭოთა სისტემასთან თუ უცხო ქვეყნის აგენტურასთან, დღემდე აგრძელებენ მუშაობას. 

სახელმწიფო ვალდებულია ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვას,   მათ შორის, რა თქმა უნდა, შესაძლო აგენტებისა და უცხო ქვეყნების საიდუმლო თანამშრომლებისგან,  მითუმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც უსაფრთოების რისკები მომატებულია, ქვეყანა უნდა მუშაობდეს მსგავს კანონმპროექტზე, მითუმეტეს, თუ ნამდვილად გვინდა ევროატლამკიტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება“, - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა. 

პარტია „ლელო“ ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვს, რათა გამოაშკარავდეს და აღიკვეთოს რუსეთის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და საჯარო პროცესებზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები